
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ საქმეს ემსახურება.
„ახლა რაც შეეხება ვაშაძეს - მასთან დაკავშირებით აქამდე ნათქვამი არც ერთი სიტყვა არათუ უკან არ მიმაქვს, გუშინდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ „რუსული ოცნების“ ხმამაღლა ყვირილის საფარქვეშ, სინამდვილეში ოცნების საქმეს ემსახურება.
ასე იყო, აგენტების რუსული კანონპროექტის განხილვისას საკომიტეტო მოსმენებზე (უბრალოდ კადრები ნახეთ).
ასე იყო 16 იანვარს, როცა იმედის ნარატივზეე იჯდა და ბიძინას პასუხისმებლობას გამორიცხავდა.
ასე იყო თვე-ნახევრის წინ, როცა ეროვნული მოძრაობა დააანონსა და 24 თებერვალს ხალხს ოცნების დასრულებას დაჰპირდა. არ დაგვავიწყდეს, შემდეგ მოუწია მესიჯბოქსის ცვლილება.
ასე იყო 18 ნოემბერს, როცა პარლამენტში შინაარსობრივი განხილვის ნაცვლად ცირკი მოაწყო და ღარიბაშვილს პასუხისმგებლობა აარიდა.
ასე იყო, ივნისში ევროკავშირის რეკომენდაციებზე. იცოდა პარტნიორების პოზიცია და გამიზნულად წარმართა „პარალელური პროცესი“ (ეს სიტყვებიც პირველმა გამოიყენა).
ეს კაცი აკეთებს ოცნების საქმეს და ახლა ოცნების საქმის კეთება ოცნების დანაშაულზე, არანაკლები დანაშაულია“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, 8 მარტს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გიორგი ვაშაძე ინიციატივით გამოვიდა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტი ალყაში მოექციათ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პარლამენტთან შეხლა-შემოხლა და დემონსტრანტების დაშლა.
0
0