
ყველაფერი ფორმალობაა - გადაწყვეტილებები წინასწარ გამოტანილია! დღევანდელი რეჟიმის პირობებში ადგილი აქვს ძალადობასა და უკანონობას, - ეს განცხადება სასამართლოში მისულმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა, რომელიც იმ პოლიტიკოსთა შორისაა, ვისაც ბრალი პარლამენტის დროებით კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წაუყენეს.
ვაშაძე ელის, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს და სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დაადასტურებს.
მისი თქმით, პატიმრობა არ აშინებს და ეს კარგად აქვს გააზრებული.
ვაშაძემ დღეს აღნიშნა ისიც, რომ „ხვალ და ზეგ სამართლიანობის აღდგენას შეძლებენ“.
„ყველაფრისთვის მზად ვართ. არ ვაპირებთ არა თუ უკან დახევას, არამედ ვაპირებთ ხალხთან ერთად გამარჯვებას, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ძლიერი ძლიერთა შორის.
დიდი ალბათობით გარკვეული პერიოდი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა მომიწევს, მაგრამ როცა სამშობლოს და შენი პრინციპების ერთგულებაა, რა თქმა უნდა, ეს უკან ვერ დაგახევინებს“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0