
ჩვენთვის ამერიკა ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ბოლომდე გააფუჭა ურთიერთობა, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ.
„ძალიან ვწუხვარ, რომ 2 აპრილიდან, სწორედ რეჟიმის დამსახურებით, მაგალითად, ათწლიანი, მრავალჯერადი ვიზებიც აღარ გვექნება და ერთჯერადი ვიზების აღება მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს. რამდენი ადამიანია, ვინც საგანმანათლებლო, ბიზნესის მიზნით დადიოდა და ამით ზიანდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ამერიკის მძლავრი რეგიონული არტნიორი. ეს არის ჩვენი გზა. სამწუხაროდ, ეს არ არის რეჟიმის გზა. დარწმუნებული ვარ, ამაზე იქნებოდა საუბარი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, 30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, ტომი პიგოტმა.
სატელეფონო ზარს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელმაც აღნიშნა: „მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა“.
0
0