20/06/2023
18:33
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ, პარლამენტის წევრთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპაუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან და ვაკის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჟამად წყალარინების ქსელის გამოცვლა კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს. მიწისქვეშა სამუშაოები, რომელიც საკანალიზაციო სისტემის განახლებას ითვალისწინებს, თამარაშვილის N3-7-9-ს ტერიტორიაზე ხორციელდება. აღნიშნულ მისამართზე იცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ვაკის რაიონში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.
„პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ტერიტორიაზე იცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
სამივე მისამართზე წყალარინების განახლების ღირებულება, დაახლოებით 200 000 ლარს შეადგენს.
0
0