
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ამავერაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთადვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე სკვერისსარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თბილისისყველა უბანში შექმნილია სარეკრეაციო სივრცეები, სადაც სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებსა თუ მოზარდებსშეუძლიათ მშვიდ გარემოში აქტიური დასვენება, განტვირთვა და გართობა.
„დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და არსებულისრეაბილიტაცია ჩვენი ერთ-პრიორიტეტია. სწორედამიტომ რამდენიმე თვის წინ ვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე ირაკლი ციციშვილის სახელობისსკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. დღეს კი სამუშაოებისმიმდინარეობას ადგილზე გავეცანით. შეხვდითადგილობრივ მოსახლეობას და მათი წინადადებები დამოსაზრებები მოვისმინეთ“, - განაცხადა გიორგიტყემალაძემ.
მისივე თქმით, თითქმის 2 ჰექტარ ფართობზეკეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცე გათვლილიიქნება სხვადასხვა ასაკისა და საჭიროებისადამიანებისთვის. მოსახლეობასთან მჭიდროკომუნიკაციით კი, მთელი თბილისის მასშტაბით კვლავგაგრძელდება რეკრეაციული პროექტებისგანხორციელება.
0
0