
ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ! ბოდიში აქეთ აქვს მოსახდელი კობახიძეს და პროკურატურას და ყველას, ვინც უდანაშაულოდ ჩაგვსვა ციხეში, - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა გიორგი ტერიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ის იზიარებს სხვა დაკავებულთა უარს შეწყალების მოთხოვნაზე და ბოდიშის მოხდის თაობაზე.
„ვეთანხმები ჩემს მეგობრებს - ჩვენ შესაწყალებელი არაფერი გვჭირს, უდანაშაულოდ ვსხედვართ! ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ! ბოდიში აქეთ აქვს მოსახდელი კობახიძეს და პროკურატურას და ყველა იმას, ვინც უდანაშაულოდ ჩაგვსვა ციხეში“, - განაცხადა გიორგი ტერიშვილმა.
სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებიათ დაკავებულებს: ვალერი თეთრაშვილს, რუსლან სივაკოვს და სერგეი კუხარჩუკს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025