
"მეგობარი აქტი“ კი არა მტრული აქტის ქოლგის ქვეშ შეყუჟული აგენტურის ბოლო გაფართხალებაა-განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"უდაბნოს გლეხებად გადაიქცნენ ესენი. აგონიაში მყოფი ძალების უკანასკნელი გაბრძოლებაა, რომ როგორღაც კიდევ ერთხელ დაანახონ ხალხს, რომ თურმე მეგობარი აქტი მიიღეს. რას ნიშნავს „მეგობარი აქტი“? „მეგობარი აქტი“ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა რყევებში გყავდეს და გამოიყვანო აგენტურული ძალები, გადააკეტვინო რუსთაველი და ქვეყანა აბულინგო? ეს არის მეგობრული აქტი? ეს არის იმ ძალებისგან თავსმოხვეული. თავიანთი მფლობელები აკეთებენ, მათ არ უნდათ, რომ ეს აგენტურული ძალები დაეკარგონ იმდენი ფული აქვთ დახარჯული ამ ე.წ. NGO-ებში, ვითომ ფონდებში. ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი ბავშვებს ლობიანებს ურიგებდა და ბავშვებისთვის დარიგებული ლობიანით იყო შეფუთული მთელი ეს უბედურება, ეს აგენტურული საქმიანობისთვის და ქვეყნის ჩამოსაქცევად განკუთვნილი ფული. სადაც არ უნდა შეიკრიბონ ჩვენი ახალგაზრდებით მანიპულირებენ, მათ იყენებენ, მაგრამ ახალგაზრდებიც ხვდებიან თანდათან ვისთან აქვთ საქმე და როგორც ყოველ ჯერზე, დღესაც მათი შეკრება მარცხით დამთავრდება და ისინი ვერასდროს მიაღწევენ თავიანთ მიზანს.“- აღნიშნა სოსიაშვილმა.
სოსიაშვილის შეფასებით, „ვერასდროს გაიყიდება საქართველოში მსგავსი სცენარები. ფრანკლინის კლუბის სცენარისტების გეგმა და შემუშავებული სცენარი არის განწირული“.
"ხალხმა დაინახა რა დღეში ჩააგდეს ჩვენი ხალხი რუსთაველზე. გადაწვეს რუსთაველი და წარმოიდგინეთ, მათ რომ მისცემოდათ საშუალება როგორც 90-იან წლებში იყო გადაბუგული ჩვენი თბილისი და სამოქალაქო ომში გაეხვა ჩვენი ქვეყანა და დღემდე ვიმკით იმ შედეგებს, ამ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. აღმოვჩნდებოდით ნანუკა ჟორჟოლიანების და მათი მსგავსი ფონდების დაფინანსებით. ვითომ ბავშვებზე ორიენტირებული რომ იყვნენ და სინამდვილეში კი რა დგას ამ ფონდების უკან?!- დგას ამ ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა, რომ როგორღაც შეახოცონ, სისხლი დაღვარონ და ამ დაღვრილი სისხლით და აწეული ტემპერატურით მოახდინონ თავიანთი მიზნების შესრულება. ვერასდროს ვეღარ გაიყიდება საქართველოში მსგავსი სცენარები, გამორიცხულია. ფრანკლინის კლუბის სცენარისტების დაგეგმილი გეგმა და შემუშავებული სცენარი არის განწირული. ამას ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხედავს იმიტომ, რომ გონიერი, ბრძენი, განათლებული თაობა მოდის და შეიძლება თავდაპირველად იყო შეცდომაში შეყვანის მცდელობა, მაგრამ დრომ ყველაფერი გამოაჩინა. თვალის ახელის ეპოქაა. თვალის ახელა დაიწყო მსოფლიოში, რომელიც დაიწყო საქართველოდან და ჩვენ ავუხილეთ ძალიან ბევრ ქვეყანას თვალი ამ ყველაფერზე. არ მგონია ამ ადამიანებს კიდევ რამე სივრცე დარჩეთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი ქვეყანა შარში გახვიონ. ასე რომ, ნებისმიერი აქცია არის განწირული მარცხისთვის და ქართველი ხალხის რისხვისთვის იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა ყველაფერი დაინახა. ის კატასტროფა, რომელიც ჩვენმა ხალხმა აიცილა თავიდან, გარდაუვალი კატასტროფა, რომელიც გველოდებოდა, საქართველოში არ განმეორდება. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ერთი პერიოდი იყო გარკვეული მინიშნება, რომ არჩევნების პერიოდში ეს ბილბორდები თითქოს დამზაფრავი იყო, ხალხს აშინებდნენ, ახლა ხომ ხვდებიან, რომ ხალხს კი არ ვაშინებდით, ამას ვაჩვენებდით, რაც უკრაინაში ხდებოდა, რომ უზარმაზარ სასაფლაოდ გადააქციეს ქვეყანა. ამას უპირებდნენ და უქადდნენ ჩვენს ქვეყანასაც და უამრავი დედა უნდა გამხდარიყო შავებში ჩაცმული და უამრავი ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო მიწაში ჩადებული, მაგრამ ვერ ეღირსებიან იმიტომ, რომ ქვეყანას სათავეში უდგას ხალხზე მოფიქრალი და მომავალზე ორიენტირებული ხელისუფლება“-განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
0
0