
საქართველოს ნაკრებთან ერთად მეექვსე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ და სანაკრებო კარიერას დავასრულებ, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, 35 წლის გიორგი შერმადინმა დანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 62:60 მოიგო და ევრობასკეტი 2025-ის საგზური მოიპოვა.
„მინდა, ყველას ეს დიდი გამარჯვება მოგილოცოთ. ზედიზედ მეექვსედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც ქართული კალათბურთის მომავლისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.
მიხარია, რომ მე ამ წარმატებების მონაწილე ვარ. მაგრამ ეს იქნება ჩემი ბოლო ევროპის ჩემიონატი, ამის შემდეგ კი სანაკრებო კარიერას დავასრულებ. საკლუბო კარიერას დაახლოებით სამი წელი მაინც გავაგრძელებ.
მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ და ყველგან გვამხნევებდნენ. ჩვენი ეს წარმატებები სწორედ მათი დამსახურებაა“, – ამბობს გიორგი შერმადინი.
საოცარი გრძნობაა, ევრობასკეტზე მეექვსედ გავედით - თორნიკე შენგელია
0
0