
შეიძლება ითქვას, „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაში ახალი და მოულოდნელი არაფერია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, კიდევ უფრო დამამძიმებელი „ოცნების“ რეაქციაა.
„ნაცვლად იმისა, ეს დასკვნა გამოეყენებინათ, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გარკვეული ურთიერთობების გადატვირთვისთვის, აბსურდულ განცხადებებს ვხედავთ, თითქოს ვიღაცას აქეთ ასწავლიან დემოკრატიას. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ცნობილი განცხადება გვახსოვს, რომ ევროპასაც კი გავაკვირვებთ, ისეთი დემოკრატია გვექნებაო. ფაქტობრივად, ეს განცხადება რამდენადაც არაადეკვატურია, იმდენად არაადეკვატურია დღევანდელი „ოცნება“. მძიმე რეალობაა ორი რამის გამო – თავად ამ დასკვნაში მოტანილი ფაქტების გამო და „ოცნების“ რეაქცია კიდევ უფრო მძიმე რეალობას აჩვენებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
0
0