
მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც რუხაძემ აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე „წინააღმდეგობრივ პოზიციებში“ არიან.
„ბიძნა ივანიშვილი დასანქცირებულია აშშ-ის მხრიდან. ამბობენ, რომ ამერიკას ცუდი პრეზიდენტი რომ ჰყავდა, იმან დაასანქცირაო. ტრამპმა რომ გააგრძელა სანქციები, ეს როგორ არის?! ტრამპიც ხომ არ არის „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებადი? რაღაცნაირად ჩამოყალიბდნენ ამ სრულ სისულელეში“,- განაცხადა რუხაძემ.
მისი თქმით, საქართველო „გაშეშებულ მდგომარეობაშია“ და არსებული ხელისუფლება, „საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ცდილობს“.
რუხაძის განცხადებით, არსებული საგარეო პოლიტიკის გამო ზარალდება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები.
„სამწუხაროდ, დღეს საქართველოს საერთოდ არ აქვს საგარეო პოლიტიკური ხაზი. არც მულტიპორალური, არც პროდასავლური, საერთო არაფერია ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, საქართველო გაშეშებულ მდგომარეობაშია. ძირითადი არის რეჟიმი. საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება. ივანიშვილის რეჟიმი ჩვეულებრივი დანაშაულებრივი რეჟიმია, რომელმაც ხელისუფლება მიიტაცა, შესაბამისად, ამ ტიპის ხელისუფლებას ვერანაირი საგარეო პოლიტიკა ვერ ექნება. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ეს არის რაღაცა ტიპის აღიარების მოპოვების მცდელობა.
ქალბატონი მაკა [ბოჭორიშვილი] ადგა და წავიდა შეერთებულ შტატებში. ხვალ დაუძახებენ საუდის არაბეთში, წავა რაღაცას დაესწრება. ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს თან. ეს არის უბრალოდ თვის გადარჩენის მცდელობა. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს საგარეო ვექტორი და ანტიდასავლური განწყობა ივანიშვილის რეჟიმის, ამის გამო ზარალდება საქართველო, როგორც სახელმწიფო. წესით დღეს საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად უნდა იყოს ბრიუსელში, სადაც ამ ქვეყნებმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერი გახსნეს“,- განაცხადა რუხაძემ.
0
0