„ქართველები ვართ, ქართველები! გიორგი მიქაუტაძის მშობლები ქართველები არიან, მაშასადამე გიორგი ქართველია, გასაგებია?“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს გიორგი მიქაუტაძის დედა, ნათია მიქაუტაძე წერს
„ხალხნო შევწუხდი! (თორემ არც კი დავწერდი) ქართველები ვართ, ქართველები! გიორგი მიქაუტაძის მშობლები ქართველები არიან, მაშასადამე გიორგი ქართველია, გასაგებია? თუ მაინც და მაინც არ იშლით, დაბადების მოწმობას გავაზიარებ. ვინც გვიცნობს არ გაგიკვირდეთ, ეს მათთვის, ვინც ტვინი წაიღეს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გიორგის წარმოშობასა და მის წვერზე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ზრუნავთ მის გარეგნობაზე, მაგრამ არ არის საჭირო! უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გიორგის გულშემატკივარს თქვენი თბილი და გულწრფელი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მისთვის“ – წერს ნათია მიქაუტაძე
0
0