26/04/2022
11:23
პოლიტიკა
"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება. შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო კომენტარში ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. ყოფილმა პრეზიდენტმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე - აპირებს თუ არა ის სათავეში ჩაუდგეს მიხეილ სააკაშვილის პარტიას.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში გამოჩნდა, მანამდე კი, გავრცელებული ინფორმაციით, მათ შეხვედრა ჰქონდათ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან.
კიევში ვიზიტის კომენტირებისას, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ჩასვლა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაწყვიტეს.
წყარო: „რუსთავი 2“
0
0