08/10/2021
23:37
პოლიტიკა
“თუ ვინმე უპირისპირდებოდა სააკაშვილის პოლიტიკას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთი ვარ მე, მაგრამ არ შემიძლია არ ვაღიარო მისი პოლიტიკური ნაბიჯის წონა და სიმამაცე. არ შემიძლია არ ვიყო შეშფოთებული იმაზე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზის ციხეში და შიმშილობს. რამდენადაც არ უნდა მომწონდეს ან არ მომწონდეს, მე ვარ საქართველოს მოქალაქე ვიცი, რომ ეს არის ჩემი ქვეყნისთვის რთული მოვლენა. თუ ვინმეს ეიოლება, ესე იგი არ ესმის – არ უნდა გამოვიდეს იმ მდგოამრეობიდან, როდესაც ცხვირში ძვალი გვაქვს გაყრილი და შიშვლები დავრბივართ, რომ შევჭამოთ ჩვენი ტომის ბელადი ადრე თუ გვიან. ცეცხლის გარშემო მორბენალი ადამიანებიდან ისტორიულად უფრო მაღალ საფეხურზე თუ არ გვინდა გადავინაცვლოთ, მაში დიდი სიხარულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილი დაპატიმრებულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოგვწონს თუ არა სააკაშვილი, ის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, პირველი პრეზიდენტი დევნილობაში ვამყოფეთ და ან მოვკალით ან ამ დგომარეობამდე მივიყვანეთ, მეორე პრეზიდენტი, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში სიკვდილამდე ფაქტობრივად შინაპატიმრობაში გამოვკეტეთ და ახლა უკვე სააკაშვილამდეც მივედით.
0
0