13/05/2025
16:52

ამერიკანისტის, გიორგი ლაბაძის შეფასებით, ამერიკის როლის შემცირება საქართველოში, ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და განცხადებებს უკავშირდება.
რადიო ,,სივრცის“ ეთერში გადაცემა ,,შუა დღის სივრცეში“ ლაბაძემ განაცხადა, რომ ეს როლი შემცირდა უშუალოდ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებით.
მისი თქმით, ამერიკა თვლის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ევროპისგან მოწყვეტით შეუძლებელია და უნდა დაეხმაროს საქართველოს სწორედ ევროინტეგრაციაში.
ამერიკანისტის აზრით, ევროკავშირისადმი ტრამპის პრეტენზიებიც საქართველოს კონტექსტში არ უნდა იყოს განხილული, რადგან თუ ტრამპს არ მოსწონს გერმანიის და რუმინეთის შიდაპოლიტიკა, საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს.
მისივე თქმით, ამერიკა საქართველოს ხედავს როგორც დასავლეთის ნაწილს, ქრისტიანულ ტრადიციებით, განიხილავს მას დასავლეთის ცივილიზაციაში და როდესაც ხედავს ამ ღირებულებებისგან გადახვევას, ურთიერთობაც უჭირს.
0
0