
გიორგი ისაკაძე BMG-ის გაყიდვას არ ადასტურებს.
როგორც ისაკაძემ რადიო "სივრცეს" განუცხადა - "BMG მხოლოდ ისაკაძის საკუთრებაში არ არის და BMG არ იყიდება".
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისაკაძემ BMG გაყიდა. აღნიშნულის შესახებ, “ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს.
როგორც ქართველიშვილი წერს, - "ნაცმოძრაობის ლიდერებთან ერთად ის უშუალოდ ჩართული იყო ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეში და შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარა, რითაც შეწყალება და განრიდება მიიღო სახელმწიფოსგან.
შემდეგ ბევრი იწრიალა და ბოლოს ეკონომიკის მიმართულების "მედია" BMG დააფუძნა. ეს ჰოლდინგი წლებია პირდაპირ არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში აშკარად, ხელის გულზე დევს" - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.
0
0