17/11/2021
21:24
საზოგადოება
როგორც მან განმარტა, თუ რამე განახლება მოხდა QR კოდთან დაკავშირებით - დამატებითი კვლევა ჩაიტარა მოქალაქემ, პირობითად, PCR ტესტი გაიკეთა, ეს უკვე ავტომატურად აისახება მის QR კოდში, შესაბამისად, დამატებითი მანიპულაციები საჭირო არ არის.
„უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში პრობლემები იყო აპლიკაციის გადმოწერასთან დაკავშირებით, ამიტომ, ეს პრობლემები რომ აღმოიფხვრას, ჩვენ ვდებთ შესაბამის ბმულს სპეციალურ ვებ-გვერდზე - Stopcov.ge, ასევე პირდაპირი ბმულები აპლიკაციის გადმოსაწერად განთავსდება სხვადასხვა სამთავრობო უწყებების საიტებზე, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს ჩვენს მოსახლეობას აპლიკაციით სარგებლობას. ყველა ის ხარვეზი, რომელიც დილიდან გამოვლინდა, თანდათან სწორდება და ყველაფერი მუშაობს უკვე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს, იმის მიხედვით“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
0
0