20/09/2024
20:16
პოლიტიკა
გიორგი გახარიამ მოინდომა ლელოს და პარტნიორების მიერ შექმნილი კოალიციის დაშლა და პრო-დასავლური მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმის ლიკვიდაცია, არჩევნებამდე 30 დღით ადრე. ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მარტივად - გიორგი გახარიამ მოინდომა ლელოს და პარტნიორების მიერ შექმნილი კოალიციის დაშლა და პრო-დასავლური მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმის ლიკვიდაცია, არჩევნებამდე 30 დღით ადრე.
ჩვენ ამ პლატფორმაზე შემოერთებას ვთავაზობდით, პარიტეტული პირობებით.
ამაზე დათანხმება შეცდომა იყო და გადავიფიქრეო, დღეს გვითხრა.
გუშინ ცუცქირიძეს ინტერვიუ იყო პრობლემა...
დროა დავხუროთ ეს თემა, ხვალ რაიმე ახალ მიზეზს სანამ გვეტყვიან.
საქმეს დავუბრუნდეთ. არჩევნებადე ცოტა დრო რჩება" - წერს სალომე სამადაშვილი.
0
0