
მე პირადად, მსგავსი ნაძირალა არ მინახავს. ბატონი ჯემალის მხრიდან, მისი დახასიათების გარდა, სხვა სიტუაციებიდანაც მომეხსენება მისი ნამუსგარეცხილობა, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის მიერ "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის იხსენებს, რომ როდესაც ციხეში იყო, ხაზარაძეს, რომლის მოწილეც იყო, მისთვის და მისი ოჯახისთვის მცირედი დახმარებაც კი არ გაუწევია.
როგორც გამსახურდია წერს, ხაზარაძე მის ძმასთან, ცოტნე გამსახურდიასთან მეგობრობდა, ხოლო, ცნობილი ინციდენტის შემდეგ, როდესაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იგი ერთხელაც კი არ მოუკითხავს.
"მე პირადად, მსგავსი ნაძირალა არ მინახავს. ბატონი ჯემალის მხრიდან, მისი დახასიათების გარდა, სხვა სიტუაციებიდანაც მომეხსენება მისი ნამუსგარეცხილობა.
მაგალითად, ჩემი ძმის ადამიანური ხასიათიდან გამომდინარე, ცოტნეს ემეგობრებოდა ეს უნამუსო კაცი, თავისთავად ცხადია სარგებლის მიღების მიზნით. შემდეგ კიდევ, ჯანმრთელობის პრობლემა რომ შეექმნა, ცნობილი ინციდენტის გამო, ერთხელაც კი არ მოუკითხავს (თავისთავად იმ გათვლით, რომ რაში მჭირდება აწიო). ეს მხოლოდ მცირედია მისი გარეწრული ბიოგრაფიიდან, დანარჩენი, ქალაქია და ქვეყანა, სადაც ყველამ, ყველაფერი ვიცით." - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
0
0