
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კულტურის კომიტეტისა და კულტურის სამინისტროს ურთიერთობა არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ურთიერთობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენ მუდმივად ვართ კავშირზე, პირადად მე და (კულტურის მინისტრი) ქალბატონი თიკა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
„მიმდინარე წელი იყო ძალიან წარმატებული, 600-მდე პროექტი განხორციელდა, მათ შორის 40 საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი. იაპონიიდან დაწყებული, ამერიკის კონტინენტით დამთავრებული, ყველგან გაისმა ქართული კულტურა, ქართული ტრადიციული ხელოვნება, ქართული ხალხური სიმღერა, ქორეოგრაფია. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება მომავალში დაგეგმილი და განხორციელებული. ძალიან კარგია დინამიკა განვითარების მიმართულებით, მათ შორის „შემოქმედებითი საქართველო“, რომელიც პრაქტიკულად ყველა მიმართულებით აფინანსებს პროექტებს და ვფიქრობ, რომ ეს პოზიტიური დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა გაბუნიამ.
1
0