
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია მიიჩნევს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტით საკანონმდებლო ორგანოს არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება.
მისივე თქმით, გახარიას პარტია გარე დავალებებით მოქმედებს.
„ბოიკოტს წყვეტს და მათი განცხადებები ადასტურებს, რა გაქანების ძალაა. მათი პარლამენტში შემოსვლით საკანონმდებლო ორგანოს არც რაიმე მოემატება და არც დააკლდება. თუ შემოვლენ, საზოგადოების იმ ნდობას გაამართლებენ, რაც თავის დროზე მიიღეს. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარი ინტერესებით და გარე დავალებებით მოქმედებენ. ეს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფია, რომელიც ქვეყანაში გარე დავალებით მოქმედებს. მგონი, მათი ლიდერი გერმანიაშია. აქამდე „გახარია საქართველოსთვის“ იყო, ახლა „გახარია გერმანიისთვისაა“. კომიკურ მდგომარეობაში არიან – გახარია გერმანიისთვის, მათი პარტია „ნაცებისთვის“. არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანაში სიტუაცია არიოს. აღკვეთილი იქნება ნებისმიერი გამოწვევა, რაც გამოიხატება აგენტურაში თუ რადიკალურ მოქმედებებში. თითს არ გავანძრევინებთ არც ელჩს, არც მათ შემსრულებლებს და არც დამკვეთებს, რადგან საქართველო შემდგარი სახელმწიფოა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
0
0