
გენერალური აუდიტის თანამდებობა ეს გამოწვევა და შესაძლებლობაა ჩემთვის ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შევიტანო სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის განვითარებაში, - განაცხადა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.
„აუდიტის სამსახურის სიძლიერე თავის მხრივ განაპირობებს სახელმწიფო მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მადლობა მინდა გადავუხადო სახელისუფლებო გუნდს ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს. ვამაყობ პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით და პროკურატურის თითოეული თანამშრომლით“, - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
0
0