13/10/2021
12:38
საზოგადოება
„საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.8. პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373. 6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან, სექტემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად 22.3 % ით აღემატება 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებსაც კი. გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, მარტიდან მოყოლებული ექსპორტის ზრდის დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შეუქცევად ტენდენციაზე, ამის კიდევ ერთი ილუსტრირებაა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის 24.0 პროცენტიანი ზრდა, რაც 2,981.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო 9.0%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემსაც. შესაბამისად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვა 22.3 პროცენტით გაიზარდა და 10,009.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 4.9 პროცენტით აღემატება „რაც მთავარია, თუ გასულ წლებში სასაქონლო ექსპორტი ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე იზრდებოდა, დღეს ექსპორტის სტრუქტურაში სულ უფრო იზრდება ადგილობრივი ექსპორტის პროცენტული წილიც, რაც 74 პროცენტს შეადგენს. კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირებული მაჩვენებელია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 4,047.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით სავაჭრო დეფიციტი 20.9 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ. „ექსპორტის ზრდის დინამიკაში, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირება, ასევე, დადებითად აისახება საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე, რაც გარდა სავალუტო კურსზე დადებითი ზეგავლენისა(უფრო მეტი უცხოური ვალუტა რჩება ქვეყანაში), რასაც ბოლო თვეებში ვხედავთ, პოზიტიური ასახვა ჰპოვა ქვეყნის სუვენერულ საკრედიტო რეიტინგებზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადასინჯვით. სექტემბერში, (ADB) აზიის განვითარების ბანკის მიერ 2021 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (3.5 პროცენტიდან) 8.5 პროცენტამდე გადასინჯვა, ბოლო ორ თვეში წამყვანი სარეიტინგო კომპანიების(Fitch, S&P და Moody’s) მხრიდან ასევე გაზრდილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზების ფონზე, ქმნის რა პოზიტიურ მოლოდინებს, საინვესტიციო თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი,“ - წერს ეკონომიკის ექსპერტი.
0
0