
ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით დაკავებული გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც პაპიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, ჩიკვაიძის მდგომარეობა მძიმეა.
„9 დღეა, რაც შიმშილობს! ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში! გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე!
ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა!
დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დავალებით, გიორგი მოინახულა ეკა ბესელიამ, რომელიც აღწერს გიორგის მდგომარეობას. გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“,- წერს პაპიაშვილი.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.
მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.
0
0
ხაშურთან სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
25/04/2025