
ეს არის ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის შიგნით მიმდინარე შიდა გარჩევები, როდესაც ბანდის ერთმა თუ რამდენიმე წარმომადგენელმა, დაუმალა, „მოუტეხა“ ფული ამ ბანდის მეთაურს - დააკავებენ, არ დააკავებენ მხოლოდ იმის შესაბამისად რა აწყობს ბიძინა ივანიშვილსა და მის ბანდას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვას.
როგორც მან აღნიშნა, „ახლა ბიძინა ივანიშვილი ხალხისგან და ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ამოღებას ცდილობს“.
„ამ მოღალატეთა, კრიმინალთა, რუსული მაფიოზური ბანდის შიგნით მიმდინარე გარჩევების წარმოჩენა ამ რეჟიმს სურს, თითქოს, ისე, რომ ის ებრძვის კორუფციას და წუხს ხალხის ფულისა თუ ბიუჯეტის გაფლანგვაზე, მათი ბანდის ამა თუ იმ წარმომადგენლის არასწორ ქმედებაზე. ეს არის ივანიშვილის ამ კრიმინალური ბანდის შიგნით მიმდინარე გარჩევები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კანონის დაცვასთან, კორუფციასთან ბრძოლასთან, ან ნებისმიერ სხვა კანონიერ საქმიანობასთან. ვხედავთ, რომ ამ ბანდის წარმომადგენლები ერთმანეთს უსწორდებიან, ხდება შიდა კლანური გადაადგილებები, გადალაგება და კობახიძისა და მისი პატარა ბანდის გარშემო ძალაუფლების კონცენტრაცია. ეს სხვა არაფერია, თუ არა კარის თამაშები ბიძინა ივანიშვილის ამ მაფიოზური ბანდის შიგნით.
მთელი ამ 13 წლის განმავლობაში არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, ივანიშვილის ამ ბანდის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მხრიდან ხალხის ბიუჯეტისა და ქვეყნის ეკონომიკის ძარცვის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ, რაც ძალიან მცირეა იმასთან შედარებით რა მასშტაბსაც აქვს ადგილი. ამ ფონზე, ეს ადამიანები ჯერ კიდევ არ არიან დაკავებულები, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი მე-5 წელია ამ ბანდის პოლიტიკური ტყეა. მას შემდეგ რაც მას ვერაფერი მოუძებნეს, მილიარდებს აბრალებდნენ, რომ თითქოს მოიპარა, შემდეგ ოფიციალურად გაფორმებულ ხარჯებთან დაკავშირებით წაუყენეს ბრალი. ესაა, რის გამოც ის მეხუთე წელია იხდის სასჯელს.
ის, რაც ხდება და ხილულია საზოგადოებისთვის, მას არაფერი საერთო არ აქვს ქვეყანაში კანონიერებისთვის ბრძოლასთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, ეს არის ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის შიგნით მიმდინარე შიდა გარჩევები, როდესაც ბანდის ერთმა თუ რამდენიმე წარმომადგენელმა, დაუმალა, „მოუტეხა“ ფული ამ ბანდის მეთაურს. ახლა ბიძინა ივანიშვილი ხალხისგან და ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ამოღებას ცდილობს და ეს დავალება აქვს მის ბანდას. ბუნებრივია, ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო კანონიერებასთან, სამართალთან, სამართლიანობასთან, კორუფციასთან ბრძოლასთან, სახელმწიფო ინტერესებთან, ეს ყველაფერი კლანის, ბანდის შიგნით მიმდინარე პროცესია. ეს ყველაფერი განვითარდება ისე, დააკავებენ, არ დააკავებენ მხოლოდ იმის შესაბამისად რა აწყობს ბიძინა ივანიშვილსა და მის ბანდას და არა რა არის სწორი კანონიდან და სამართლიანობიდან გამომდინარე“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
0
0
წყალტუბოში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
23/10/2025