
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს დღეს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოკითხავენ.
ბაჩიაშვილთან გამომძიებელი რამდენიმე წუთში შევა. საქმე ეხება ბაჩიაშვილის მისივე საკანში ცემას.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გამოკითხვას მისი ადვოკატებიც დაესწრებიან.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის #8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.
0
0