
პროტესტის ეს 100 დღე ქართული ისტორიისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ამ ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა. ამ აქციებმა ბევრად უფრო მეტი რამ გააკეთა, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ უზურპირებული ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის სასიკეთოდ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა თაზო დათუნაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ქვეყნის მასშტაბით, პროტესტის 100-დღიან ციკლთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტის ხანგრძლივობამ ყველა კლიშე ჩამოანგრია, რომელსაც მას უქადდნენ, რადგან საზოგადოება ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე სწორად რეაგირებს.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნის დატოვების საკითხსაც გამოეხმაურა და ფაქტი შეაფასა, როგორც „სისტემისთვის სილის გაწვნა“.
„გიორგი ბაჩიაშვილმა ამ ქმედებით სილა გააწნა სისტემას. ამ კაცმა, რომელსაც პირად მტრად მიიჩნევს ოლიგარქი [ბიძინა ივანიშვილი], მოახერხა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. სისტემა კორუფციაში ჩაძირული. სისტემის გარეშე ეს კაცი ქვეყანას ვერ დატოვებდა. ამხელა ამბავი მძღოლმა გააკეთა? ჯერ გააპარა ივანიშვილის პირადი მტერი ქვეყნიდან და უკან დაბრუნდა? ამის ვის სჯერა? ან იმ სპექტაკლს რა მიზანი ჰქონდა, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობდა?
გამოსაძიებელია რამდენმა ადამიანმა აიღო სისტემაში გიორგი ბაჩიაშვილისგან ფული და რა აღმოჩნდება თუ რამხელა კორუფციული სქემები მუშაობს, რომ ადამიანს, რომელსაც, ალბათ, 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ეყოლებოდათ, ქვეყნიდან გაიქცა.
ჩვენ სისტემის ცოცხლად ლპობას ვუყურებთ. ეს კი ახალი არჩევნებით დასრულდება“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
0
0