08/12/2024
14:04
სამართალი
თამარ მეფის გამზირზე მანქანით გადაადგილების დროს დაკავებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო.
ის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
თავად ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო, სწორედ ამიტომ პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყო.
"დააკავეს გიორგი ახობაძე, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. გამოაცხადა შიმშილობა. გიორგის ჰყავს ინსულტიანი დედა და სჭირდება მუდმივი ყურადღება", - წერს პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
ადვოკატი ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
„თვითონ როგორც ამბობს, დაკავებისთანავე იგრძნო, რომ მარცხენა ჯიბეში ხელით ჩაუდეს რაღაც სახის ნივთიერება, რომელიც მერე რამდენიმე მეტრში რომ გადაიყვანეს, ააწევინეს ხელები, შემდეგ დაიწყეს ვითომ ოფიციალურ ჩხრეკა და ჩხრეკის დროს თითქოს მისი ნარკოტიკი, რომელიც რეალურად ჩაუდე, როგორც თვითონ მითხრა, ამოიღეს ჯიბიდან. ამ დროს., როგორც ახსოვს, არანაირი ვიდეო გადაღება არ მიმდინარეობდა. […] დიღმის იზოლატორშია, მე დილით მოვინახულე, შესაბამისად ამის ფონზე მითხრა, რომ დიდი პროტესტის გრძნობა აქვს, ამიტომ აცხადებს მშრალ შიმშილობას, შესაბამისად არა თუ საჭმელს, წყალსაც არ იღებს“, – ამბობს ადვოკატი.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025