დღეს საქართველოს ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა - ის 2008 წლის 9 აგვისტოს მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს.
გიორგი ანწუხელიძე და მისი გმირობა მთელი საქართველოსთვის გაუტეხლობის სიმბოლოდ იქცა.
მას 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.
ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.
საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.
0
0