
Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა, მსოფლიო ბანკის მოხსენება, რომლის თანახმად საქართველოში 2024 წლიდან საერთაშორისო სიღარიბის დონის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, მედიასთან შეაფასა.
„მსოფლიო ბანკმა გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და უფრო მეტად პოზიტიური ნიშნით გააუმჯობესა. დღეს, უკვე მსოფლიო ბანკი გვეუბნება, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირდაპირ აისახება მოქალაქეებზე - მცირდება სიღარიბე, იზრდება დასაქმების მაჩვენებელი და იზრდება მოსახლეობის შემოსავალი“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო დონის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმებამდე შემცირდა და 2027 წლის ჩათვლით საკუთარ სარეკორდო გაუმჯობესებას გააგრძელებს.
0
0