
"მხოლოდ ჩვენი მხრიდან პროტესტს ხედავთ პარლამენტის შენობაში? ამ დღეების განმავლობაში არის ძალადობა მათ შორის დეპუტატებზე და ძალადობა არის უმრავლესობის მხრიდან. თქვენ ვერ დაინახეთ კომიტეტზე ადამიანი უმრავლესობიდან რომ ურტყამს სხვა ადამიანს ოპოზიციიდან?" - ასე მიმართა “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ, პარლამენტის თავმჯდომარეს ბიუროს სხდომაზე.
"თუ ოპოზიციის დეპუტატებს არ შეუძლიათ დერეფნებში გადაადგილება და აქ ყველაფერი შეუძლიათ ბიუროზე უმრავლესობის წარმომადგენლებს? გინებაც, თავში ჩარტყმაც, მაგრამ ამაზე უმრავლესობისთვის შენიშვნა არ შეიძლება იმიტომ, რომ უმრავლესობაა?! მაშინ, როცა უმნიშვნელოვანესი დღეებია ქვეყანაში და პირდაპირ გამოცხადებულად ამბობთ, რომ ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი უბრალოდ აღარ არსებობს, იმიტომ, რომ გადაწყვიტეთ ეს კანონპროექტები მიიღოთ და ერთხმად ხელი აუწიოთ, მხოლოდ ჩვენი მხრიდან ხედავთ აჟიტირებას? გადით გარეთ, სუს-იცაა, ანტიტერორისტული დეპარტამენტიცაა. ვისგან იცავთ ამ შენობას?“- განაცხადა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძემ შალვა პაპუაშვილს ამ რეპლიკით მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს დაცვის სამსახურს უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
0
0