09/02/2022
11:48
პოლიტიკა
სასამართლო პროცესი, სადაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე უნდა განიხილონ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს შენიშვნა მისცა და განუმარტა, თუკი მას სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემდა, დარბაზს დაატოვებინებდა.
„თუ გგონიათ ახლა, რომ თქვენი რომელიმეს ნათქვამი ვინმემ გაიგონა და მოისმინა, ძალიან ცდებით... თუ დარბაზში უკეთესად ისმის და მხოლოდ თქვენთვის არის ეს ნათქვამი, კი ბატონო, გაიგეთ მხოლოდ თქვენ. ისე ნუ გააკეთებთ, რომ წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სხდომა დავხურო და არავინ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“, - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო არ არსებობს და რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ აქვს მიღებული.
„რა მნიშვნელობა აქვს, პროცესი არ არის, გინდა დახურე და გინდა მოხურე, სასამართლო არ არსებობს. თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს შენიშვნა მისცა.
„ვინაიდან აქ გამოსვლა შეურაცხმყოფელია როგორც მოწინააღმდეგე მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის, მე თქვენ ახლა გაძლევთ შენიშვნას, თუ თქვენი მონაწილეობა ხელს შემიშლის სხდომის გაგრძელებაში, დატოვებთ სხდომის დარბაზს და მშვიდ ვითარებაში გავაგრძელებ საქმის განხილვას“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
0
0