
არ ვამბობ, რომ ის, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა დედამიწის ჭიპია, ახალი აღმოჩენაა და ყველაზე უარესია, რაც მსოფლიო ისტორიაში მომხდარა, მაგრამ სათქმელად ადვილია, „იცი რა, ამაზე უარესებიც გვინახავს“, დიახ, ამაზე უარესებიც გვინახავს, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ჟურნალისტმა, გიორგი მამაცაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ქვეყნის უბედურება სწორედ ის არის, რომ ამდენი წლის განმავლობაში სათავეში ჯალათები იყვნენ.
„არ ვამბობ, რომ ის, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა დედამიწის ჭიპია, ახალი აღმოჩენა და ყველაზე უარესია, რაც მსოფლიო ისტორიაში მომხდარა. სათქმელად ადვილია, „იცი რა, ამაზე უარესებიც გვინახავს“. მე პირადად ამაზე უარესიც მინახავს 2007 წლის 20 მაისს, როდესაც გამომცემლობიდან შანიძის ქუჩის კუთხეში ფეხით გავიქეცი, სადაც ხუთი წუთის გარდაცვლილი, მიწაზე ეგდო აკადემიკოსი გურამ შარაძე, დღევანდელ დღეს გურამ შარაძე მოკლეს, დახვრიტეს, სწორედ იმიტომ, რომ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო „მამული, ენა, სარწმუნოება“. დიახ, ამაზე უარესი იყო, რაც თუნდაც, გიორგი აბდალაძემ და ირაკლი გედენიძემ მოჰყვა. ამაზე უარესები იყო, რაც თუნდაც სულხან მოლაშვილის მამამ მოყვა. მე ცოცხალი ვარ და მარკ ტვენის სიტყვებით ვიტყვი, „მომიტევეთ, რომ ზედმეტი აღმოჩნდა ცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ“. ცოცხალი ვარ კი, ჩემზე და ბექაზე უარესები ხდებოდა. 2003 წლის 23 ნოემბრის მერე ქვეყანაში დღე არ გათენებულა, ვიღაცა ოჯახიდან არ გამოეგდოთ, ცოლ-შვილის წინაშე არ დაემცირებინათ, მეზობლების წინაშე არ დაემცირებინათ, არ ეცემათ, არ მოეკლათ. ციხეში რა, ნაკლები ხდებოდა? კი, მადლობა სააკაშვილს და მერაბიშვილს, ციხეში არ ჩამსვეს და შორიდან მივლიდნენ მეც და ჩემს მეგობრებსაც. ამ ჩემი განწყობით პასუხს ვცემ ყველას, ვინც თუნდაც გაიფიქრებს, რომ ამაზე უარესებიც ხდებოდა. რა თქმა უნდა, ამაზე უარესებიც ხდებოდა და ეს არის სწორედ ამ ქვეყნის უბედურება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში იყვნენ ჯალათები და ნამდვილად ამაზე უარესები ხდებოდა“, – განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.
მისი თქმით, 2007 წელს დაიწყო იმ მედია საშუალებებზე შეტევა, რომლებიც სააკაშივილის რეჟიმს არ ემორჩილებოდნენ.
„ეს იყო მიზანმიმართული, რომ „ასავალ-დასავალი“ გაეჩუმებინათ იმიტომ, რომ სწორედ „ასავალ-დასავალი“ იყო ერთადერთი გაზეთი, რომელიც ღიად, დაუფარავად წერდა იმ ჯალათობებზე, იმ სადიზმზე, რასაც სააკაშვილის, მერაბიშვილის, შაშკინის, უგულავას, ახალაიას რეჟიმი ახორციელებდა. კულტურის მინისტრი, გოკა გაბაშვილი შიმშილით კლავდა გოდერძი ჩოხელს. აბსოლუტურად ყველა თემას ვეხებოდით. მე ვწერდი უშუალოდ. ჟვანიას მკვლელობას „ასავალ-დასავალი“ იძიებდა. ეს იყო სწორედ მიზანმიმართული შეტევა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ სააკაშვილის ხუშტურებს, რეჟიმს და ღიად ვწერდით, რომ „ეს არის ფიურერი, ეს არის ჯალათი“. ვინმემ დაგვიჭირა მხარი „სამშობლოდან“ რომ გამოგვაგდეს? კაციშვილს ხმა არ ამოუღია. გიგი უგულავას, ირაკლი მაქაცარიას ბრძანებით შემოვარდნენ დილის ხუთ საათზე „სამშობლოში“ და პირადად მე, კონდახების რტყმებით მაგორავეს კიბეებზე. მიზეზი იყო ერთადერთი – რამენაირად გაეჩუმებინათ, აეკრძალათ მედია საშუალებები, გაეჩერებინათ, დაეთრგუნათ და ჩაეხშოთ თავისუფალი სიტყვა“, – განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.
0
0