
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი თეოლოგ ბექა მინდიაშვილის პოსტს აქვეყნებს და წერს:
"ასეთი უმეცარი კი არ არის, რასაც აქ წერს.
ძმაკაცი ყავს კეზერაშვილზე ჩამოკიდებული.
ერთადერთი შანსი გიგი უგულავამ პოლიტიკურად იტივტივოს, არის კეზერაშვილმა ნაცების სიაში ადგილი უყიდოს – ანუ იოლიგარქოს.
ამიტომ ამის მტერია ყველა, ვინც ჭეშმარიტებას ღაღადებს, ოლიგარქიით ოლიგარქის ჩანაცვლებას წარმოუდგენლად მიჩნევს და უპირისპირდება.
ასეთი იმსახურებს ცილი დასწამო, რომ ბიძინასთან შეკრულია.
ამ სიმართლით იარონ (პოლიტიკურად) ბექა მინდიაშვილმა და გიგი უგულავამ, რომ კეზერაშვილი ოლიგარქი არ არის და პოლიტიკას არ “არასკლადებს” დიდი ფულის გავლენით.
და ასევე იმ სიმართლით იარონ ცხოვრებაში, რომ მე და ბოკერია ბიძინას სატელიტები ვართ.” - წერს ჩერგოლეიშვილი და მინდიაშვილის პოსტს აქვეყნებს.
0
0