04/11/2024
15:38
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ვაზისუბანში ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობას ედავებიან და მის ანგარიშს ყადაღა ადევს.
როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ის მერიამ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.
„ახლა ბანკიდან შემატყობინეს, რომ ანგარიშზე მადევს ყადაღა. გაირკვა, რომ მერიისგანაა, მეტიც, ჯარიმა ადმინისტრაციულის 130 მუხლის 4-ე პუნქტია. მედავებიან, რომ 24 აგვისტოს ვაზისუბანში ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე. მერიის ცხელი ხაზი იძახის, გაასაჩივრეთო. გასაგებია, რომ შეცდომაა. არც უბილეთოდ და არც ბილეთიანად მე ვაზისუბანში ავტობუსით არ მიმგზავრია. ახლა უნდა ვირბინო ამათ სისულელეზე. მეტი საქმე არ მაქვს. დასანანია, რომ ერთ დიდ საბრიყვეთად აქციეთ ჩემი საყვარელი მერია. ან თავად გაარკვიეთ, ან ბატონმა კახიმ თავად მიგვითითა, სადაა გამოსაქანი არეალი“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
0
0