გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია - პარამძლეოსანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
01/09/2024
14:06
სპორტი
A-
+A
პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა პარასპორტსმენმა მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ პარიზში ჩვენი გუნდის ანგარიშზე დღემდე ერთი მედალი გახლდათ. პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.
გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს, რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.
0
0
385
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%