
ვროკავშირსა და ამერიკაში გამოხატვის თავისუფლება მაღალ დონეზეა, რასაც ქართულ რეალობაზე ვერ ვიტყვით, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს ხელისუფლება საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს.
„საინტერესოა, ამ ყველაფრის გასარკვევად ხომ არ მიავლინეს მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში? ვნახავთ, რა შედეგებით ჩამოვა. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, ევროკავშირსა და ამერიკაში გამოხატვის თავისუფლება მაღალ დონეზეა, რასაც ქართულ რეალობაზე ვერ ვიტყვით, იმ ფონზე, როდესაც ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ. ასევე ისეთ კანონპროექტებს განვიხილავთ, როცა მთავრობის ნების გარეშე ფიზიკურ პირებსაც აეკრძალებათ პოლიტიკური აქტივობა. ამერიკა-ევროკავშირი თავის ურთიერთობებს მიხედავენ და ამას „ქართული ოცნების“ შეფასებები არ სჭირდება. ხელისუფლება ამას იყენებს , რომ თავისი პროპაგანდა გააძლიეროს“, – განაცხადა ფარულავამ.
0
0