01/08/2024
17:26
პოლიტიკა
გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„საზოგადოებამ იცის, რომ ევროპულ საქართველოში ჩატარდა პრაიმერიზი, დასრულდა ეს პროცესი. .მიუხედავად ხარვეზებისა, ჩემიაზრით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში, როდესაც წინასწარ რეგისტრირებულმა დელეგატებმა შეარჩიეს საპარლამენტო სია. სამწუხაროდ, ამ პროცესს პარტიის შიგნით მოჰყვა სერიოზული დაპირისპირება. პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც შედეგები, ისე განსაკუთრებით ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის პოზიცია. კერძოდ, მე მხარი დავუჭირე ამ კონკურენციაში მეორე სიას, რადგან ვთვლიდი, რომ მეორე სიაში უკეთ იყო წარმოდგენილი ის გუნდი, ვინც ლომის წილი შეიტანა იმ პროცესებში, რაც ჩვენს პარტიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდება. დაისვა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ამ პარტიის თავმჯდომარის ვთვლი, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ისედაც სერიოზული კამპანია მიდის ევროპული საქართველოს წინააღმდეგ „ხმების გაფლანგვის საფრთხესთან“ დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ასეთი დაპირისპირების გაღრმავება შეუძლებელს გახდის კამპანიის წარმატებით ჩატარებას.
მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას როგორც პარტიის თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნებზე ამ მდგომარეობაში მყოფ პარტიის წარდგენაზე. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან, არ მივიღო მონაწილეობა შემდეგ არჩევნებზე ყრილობაზე, რომელიც დანიშნულია 11 აგვისტოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
0
0