
გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ.
ისინი საქართველოს გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ საქმეზე ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს.
ამასთან, როგორც ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა აქციაზე განაცხადა, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ აჩვენებენ. მისივე თქმით, თუ გენერალური პროკურორი არ გადადგება, 17 იანვარს გიგა ავალიანის დედა შიმშილობას დაიწყებს.
„მოვითხოვთ, საქმეზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება და ყველა დამნაშავე დაჯდეს საბრალდებო სკამზე. პროკურატურას მივეცით ვადა, რომ ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს. დღეს დაზარალებულ ეკა კუპატაძესთან ერთად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვითხოვთ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ამასთან, როგორც აქციაზე გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს.
„დღევანდელ სასამართლო პროცესს სხვა კუთხითაც შევეხები. ის, რომ მიხეილ კუპრაშვილი იყო დღეს სასამართლო პროცესზე, ჩემთვის მართლაც სახეში შეფურთხებაა. 27 დეკემბერს პროკურორის, მიხეილ კუპრაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვეს, რის საპასუხოდაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ სწორედ ეს პროკურორი გამოუშვა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 7 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომ კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდნენ გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს.
0
0