
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესის განვითარებაა, აქედან გამომდინარე, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი კარნახობთ, თორემ, თავადაც კარგად იციან, რომ ხელი არ შეუშლიათ იმისთვის, რომ რუსეთს რაიმე შეფერხება ჰქონოდა, რაც განახორციელა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ხელიც მოაწერეს რეზოლუციაზე, რომ რუსეთი მართალი იყო და ამ ფონზე ქართველი ჯარისკაცები დაადანაშაულეს.
„პრაქტიკულად, ის მიიღეს და შეასრულეს, რაც უკარნახეს, რომ რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო. იმ პერიოდში რუსეთი დიდი რვიანის შემადგენლობაში იყო. დღეს სხვა ვითარებაა. დღეს საქართველოსგან გარკვეული მორჩილება უნდათ, რადგან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ომში საქართველოს ჩართულობაც სჭირდებათ, ეს იქნება ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით. დღეს, შუა დერეფნის თემაც გაცილებით აქტუალურია. აქედან გამომდინარე, დაკვეთის შემსრულებელს აგენტი ჰქვია. აგენტურული საქმიანობა იმას გულისხმობს, რასაც ისინი აკეთებენ. თითქოს „ქართული ოცნების„ მხარეს უნდათ ხელის გამოშვერა, რომ რუსული პოლიტიკა წარმოებს, თუმცა ამის არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რა ნაბიჯი გადადგა, რომელმაც რუსეთს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკის გასატარებლად რაიმე უპირატესობა შესძინა. ხელისუფლებამ რა გააკეთა ისეთი, რითაც ოდესმე იმ სტანდარტს დაუპირისპირდა, რომელიც ევროკავშირს გააჩნია. მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, რომ იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია. ეს ხდება მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო. ეს ის სურათია, რომელიც წარმოგვიდგა. ამ სურათის გადასაფარად ლიტონ სიტყვებს არახუნებენ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის პოლიტიკა წარმოებს. ეს ხალხი იმ სცენარს არის აყოლილი, რომელიც იუკნევიჩიანეს, კალასის, კოსის თუ კუბილიუსის მონაწილეობით დაწერეს. მსოფლიო პოლიტიკა შეიცვალა და შეიცვალა აგენტურის პოლიტიკაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.
0
0