
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ყველამ ხელი გაიშვირა ირაკლი ღარიბაშვილისკენ, რომ მან თქვა და ყველა მას აჰყვა. ტრაგედია მხოლოდ ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც პროპაგანდისტურ გეგმაში მოგროვდა. საუბარია სხვა თვითმკვლელობებზე, თურმე ადვოკატი ხუთმა პოლიციელმა წიხლებით სცემა და მეორე დღეს ლოყა დაუზიანდა და ა.შ. – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებების შექმნა ხდება, მათ შორის საერთაშორისო დონეზე.
„ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება მთლიან სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და იმ რევოლუციური პროცესის განსავითარებლად, რაზეც არაერთხელ ვისაუბრეთ და არაერთი ფაქტი ვიხილეთ. თავის გადასარჩენად ასეთი განცხადებები არ გამოდგება. ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება ძნელია. ადამიანი ციხეშია, რომელიც გუშინ იმ გუნდის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც წარმოვადგენ. მის ოჯახს და გარემოცვას ვიცნობ. ურთიერთობებში საუკეთესო პერიოდები მახსოვს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უცებ წამოყრანტალებული თემაა. გეგმაა, საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვილილი შეიტანოს ასეთი განცხადებით, რომ შემდეგ თუ რევოლუცია მოხდება და წარმატება ექნება, მის მიმართ რაღაც შეღავათი იყოს დაშვებული. ან მეორე უფრო პრიმიტიულია – შეიძლება, ფიქრობს, რომ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მეტი რესურსი ექნება, ყურადღება მიაქციონ და ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში ჩაეწეროს. სხვა ახსნა ამას არ აქვს. შეიძლება, ვიღაცამ ისარგებლა და ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0