03/12/2025
14:24

რითი მოწამლეთ ხალხი ეს არის მანიპულაციური შეკითხვა და გარკვეულწილად ემსახურება იმ პროპაგანდის გავრცელებას, რასაც მიზნად ისახავს „ბიბისის“ სიუჟეტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ლაბორატორიული კვლევები, რომლებზეც „ბიბისი“ საუბრობს, რეალურად არ ჩატარებულა.
„ბიბისის“ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსის სიცრუე ზედაპირზე დევს. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომ კომპეტენტური სიუჟეტი გააკეთონ, ეს შემოსროლილი თემაა და ამ თემის გარშემო შემოთავაზებული, წინასწარ მოფიქრებული სქემები პროპაგანდის ნაწილია.
არ არის მცდელობა, რამე დადასტურებელი ინფორმაცია წამოწიონ და ვერც წამოწევენ, მათი მიზანი ეს არ ყოფილა. აჩვენებენ ლაბორატორიულ კვლევებს, რომლებიც, რასაკვირველია, არ ჩატარებულა, აჩვენებენ ადამიანებს, რომლებსაც ცრემლდენა აქვთ, მაშინ როცა გაზიც იყო გამოყენებული და წიწაკის სპრეიც. წარმოიდგინეთ, წყლისგან მოწამვლა, ციანიდით მოწამვლა ვერ შეამჩნიეს, არცერთ კლინიკაში არ დაფიქსირებულა. ერთი წლის შემდეგ შაიშმელაშვილს მოაფიქრდა, ამ ოპერაციების ავტორს და ორგანიზატორს, რომ იქნებ ეს იყო სწორედაც ციანიდის გამოყენება საკუთარი ხალხის მიმართ. ბრალდება იმდენად უტიფარია, რომ შეშფოთებას იწვევს, რა დგას ამის უკან, რა მიზანს ემსახურება, ხომ არ არის მიზანი როგორმე ხალხის აღშფოთება გამოიწვიონ, რათა ქუჩაში გამოვიდეს და ამ სისხლისღვრით გადატრიალება მოაწყონ. ყველა ნიშანი გვაქვს, რომ ეს საფრთხე არ განელებულა.
რითი მოწამლეთ, ხალხი ეს არის მანიპულაციური შეკითხვა, არაკორექტული და მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ემსახურება იმ პროპაგანდის გავრცელებას, რასაც მიზნად ისახავს „ბიბისის“ სიუჟეტი. ეს არის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. თვითონაც იციან, მაგრამ აქვთ იმედი, რომ გამოჩნდება ვიღაც, ვინც დაიჯერებს და ,მათი თვალსაზრისით, უშველებელი რაოდენობა ადამიანებისა, რომელიც დაფინანსებულია, ამ თემა შეაშველებს არსებულ ექსტრემიზმს“, – განაცხადა ვოსლკიმ.
0
0