გია ჯვარშეიშვილი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე, მაგრამ საავადმყოფოში რჩება -ადვოკატი
12/01/2025
22:01
სამართალი
A-
+A
ადვოკატის განცხადებით, თბილისში, 11 იანვრის აქციაზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ხელწერილის საფუძველზე გაატავისუფლეს.
“მილიციას მობეზრდა გია ჯვარშეიშვილის უშინაარსო პატიმრობა, რაც გრძელდებოდა თითქმის 24 საათი და გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. გია საავადმყოფოში რჩება, თუმცა პატიმრობაში აღარ იმყოფება, თავისუფალია!“, - წერს მისი ადვოკატი ილონა დიასამიძე სოციალურ ქსელში.
გია ჯვარშეიშვილი თბილისში, 11 იანვრის აქციაზე დააკავეს. ჯვარშეიშვილი მოგვიანებით “ალადაშვილის კლინიკაში” გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, გია ჯვარშეიშვილის დაკავება განხორციელდა ძალის გადამეტებით, რასთან დაკავშირებითაც ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
0
0
55
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%