
ნაურუს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ცხინვალის რეგიონთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ გაუქმება ამერიკული და ევროპული დიპლომატიის დამსახურება და გამარჯვებაა - ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიპლომატი გია ჯაფარიძე წერს.
ჯაფარიძე აქვე აღნიშნავს, რომ “ბოჭორიშვილის დაბალი მოდის კანტორა რუსეთის მიდ-ის ქვეგანყოფილებად არის ქცეული“.
”ნაურუს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ცხინვალის რეგიონთან "დიპლომატიური ურთიერთობების" გაუქმება არის ამერიკული და ევროპული დიპლომატიის დამსახურება და გამარჯვება.
არაღიარების პოლიტიკა ამდენი ხანი ამერიკელების და ევროპელების დახმარებით არის წარმატებული.
ამიტომ არის საჭირო აშშ-თან და ევროპის კავშირთან პარტნიორობა, ევროპის კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ეროვნული თვითმყოფადობა რომ შევინარჩუნოთ, რასაც რუსეთი და ივანიშვილის ოჯახი გვართმევს.
ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება. სადღაა ქართული დიპლომატია, რუსეთის მიდ-ის ქვეგანყოფილებად არის ქცეული ბოჭორიშვილის დაბალი მოდის კანტორა“, - აცხადებს გია ჯაფარიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ნაურუმ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან დიპლომატიური ურთიერთობები გაუუქმა.
0
0