24/11/2021
13:01
პოლიტიკა
გაბრიჭიძე აღნიშნავს, რომ ნამდვილად უინტერესოა იმ პარტნიორების განცხადებები, რომლებიც თავიანთი მიკერძოებული შეფასებებით მოქმედებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და საქართველო ითანამშრომლებს მხოლოდ ნამდვილ მეგობრებთან, რომლებიც ჰყავს.
„ირაკლი ღარიბაშვილი - რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, არ არის საინტერესო ჩემთვის, მით უმეტეს, მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო. ამ განცხადებას რამდენიმე ე.წ. დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსის გარდა მთელი საქართველოს მოსახლეობა ეთანხმება. ეთანხმება არა იმიტომ, რომ პარტნიორებისა და მეგობრების რჩევები უინტერესოა, არამედ იმიტომ, რომ ნაცების მიერ დათრეული ვიღაც ტიპები, რომლებიც მეგობრული ურთიერთობის ნაცვლად აშკარად ემხრობიან ანტიქართულ, ანტიცივილურ ძალას და თავიანთი მიკერძოებული გამონათქვამებით ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. ასე რომ, მართალია პრემიერი და გვყავს ჩვენ ნამდვილი მეგობრები, არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს მეგობრები და მათთან ნამდვილად ვითანამშრომლებთ“, - წერს Facebook-ზე გაბრიჭიძე.
0
0