22/10/2021
13:11
პოლიტიკა
მისი აზრით, გაუგებარია მამუკა ხაზარაძის მოქმედება, რადგან მან ჟურნალ ,,ასავალ დასავალს’’ ამ საკითხზე სამართლებრივი დავა მოუგო, მიხეილ სააკაშვილს კი, იგივე ბრალდებაზე არ გამოეხმაურა.
,,ამ რამდენიმე წლის წინ გაზეთმა "ასავალ დასავალმა", რომელიც ბეჭდური მედიის ერთ-ერთი ფლაგმანია და რომელსაც ნაცრეჟიმი თავის უცხოელ ლობისტებთან ერთად გამუდმებით თავს ესხმოდა (საბედნიეროდ როგორც იტყვიან ხოლმე "მკვდარი ბუზიც ვერ დაახატეს"), მელიას ჩრდილოვანი მერიის მაღალჩინოსან მამუკა ხაზარაძესთან სასამართლო დავა წააგო იმ პუბლიკაციის გამო, რომელშიც თვითმხილველებზე დაყრდნობით ეწერა, რომ ,,გეპეი''-ს კომკავშირლების ლიდერმა ხაზარაძემ თავის ზონდერებთან ერთად სააკაძის მოედანზე შეკრებილ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს პროვოკაცია მოუწყო, ხოლო თავად "ვიცე-მერობის" კანდიდატმა მერაბ კოსტავას ხელი დაარტყა (ეს ამბავი ჩემი თაობის ხალხს კარგად გვახსოვს).
საინტერესოა, თუ რატომ არ უჩივის მამუკა ხაზარაძე "განუბაჟებელ მაწანწალა არაჟან" მიხეილ სააკაშვილს მისი ანალოგიური განცხადების გამო?
დავიჯერო მისთვის იმდენად ძვირფასია მელიას კაბინეტში ვიცე-მერობის კანდიდატად ყოფნა, რომ ბელადის წინააღმდეგ ვერ მიდის, თუ იცის რაც აქვს ნაჭამი და ამ თემის გაცოცხლებას ვერ ბედავს?’’ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.
0
0