გია ბარამიძე: ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, არ გვაკომპლექსებს
A-
+A

“ის თარიღი და ეს თარიღი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის. იმის გამო, რომ მაშინ მოხდა 7 ნოემბერი, ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანებს, რომ დღეს საქართველო აქვს უზურპირებული იმ ადამიანს, რომელის ჩვენს ქვეყანას ანგრევს. ასე, რომ ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, ეს არ გვაკომპლექსებს… ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, არაფერი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, მათ შორის არც ის, რაც არ არის სასიამოვნო და ვაღიაროთ შეცდომები, როგორც ამის ვაჟკაცობა ეყო სააკაშვილს და თანამდებობიდან გადადგა. მე არც 7-ში მაქვს პრობლემა გამოვიდე საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად და არც სხვა დროს”.
ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ბარამიძემ “ღამის კურიერში” დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ახსოვს თუ არა “ენმ”-ს 7 ნოემბერი, მძიმე თარიღი, რომელიც სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ გუნდს უკავშირდება?!
2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის საპროტესტო აქციები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
დღის ბოლოს, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია “იმედში” შეიჭრა, რაც საბოლოოდ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.
კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.
0
0
1295
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%