14/10/2021
19:35
პოლიტიკა
ანალიტიკოსის განმარტებით, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია.
,,შეპირებული 100.000 პროტესტის გამომხატველი აშკარად არაა (მაქს. 15.000 საქართველოს ყველა რეგიონიდან ორკვირიანი მობილიზების შედეგად) და ვერც იქნებოდა, რაც არ უნდა ეცადონ სააკაშვილის ტელეარხები რაკურსებით მანიპულირებას, შესაბამისად, დესტრუქციული პარტიის მუქარა, რომ 15 ოქტომბერს ციხის კარები გაიღება და მიშას გამოუშვებენ, რჩება და კიდევ არაერთი წელი დარჩება წაგებული სექტის 'მესიჯბოქსად'.
გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი ატრიბუტი - მშვიდობიანი პროტესტი - ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება, ზოგან უფრო ხშირადაც კი. დღეს იქნება ემოციები, ყვირილი, უაზრო მუქარა და ვითომ ულტიმატუმები, ესეც დემოკრატიაა. ხვალ და კიდევ მინიმუმ 6 წელიწადი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მაინც იქნება.30 ოქტომბერს კი "ქართული ოცნების" მეორე ტურში გამარჯვების დღეა’’, - წერს ანალიტიკოსი Facebook - ზე.
0
0