
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნას ეხმიანება.
ანალიტიკოსის თქმით, „თამარ ტალიაშვილის განათლებიდან, გამოცდილებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, აუცილებლად გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო ამოცანას და აშშ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ახალ, დადებით სიბრტყეში ტრანსფორმაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს“.
„საქართველოს ახალი, ნამდვილად ღირსეული და პროფესიონალი ელჩი ჰყავს შეერთებულ შტატებში - თამარ ტალიაშვილი, ტრამპის ადმინისტრაციამ თანხმობა მისცა მის კანდიდატურას.
თამარი გავიცანი, როცა ის პარლამენტის მეათე მოწვევის წევრი იყო. მასთან საქმიანმა კომუნიკაციამ არაერთხელ მიმანიშნა, რომ ის კიდევ უფრო შორს წავიდოდა დამსახურებულად - ჯერ იყო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ახლა კი ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში ჩვენი ელჩი.
მას რთული მისია ელოდება წინ - მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვასა და ახალი ფურცლიდან დაწყებაზე მუშაობაში. თამარ ტალიაშვილის განათლებიდან, გამოცდილებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, აუცილებლად გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო ამოცანას და აშშ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ახალ, დადებით სიბრტყეში ტრანსფორმაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს.
ულევი წარმატებები თამარ ტალიაშვილს!“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
0
0