10/11/2021
17:30
საზოგადოება
აბაშიძე დასძენს, რომ გადაცემას აქვს ასეთი ფორმატი, რომ რომელ ქვეყანაზეც საუბრობენ იმ ქვეყნის დროშის გამოყენება ხდება.
„დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთი ოკუპანტია და კრემლი მისი თავკაცის მეთაურობით საქართველოს #1 მტერი! რუსულ არხზე გადაცემა 60 минут-ში იატაკზე გაფენილი საქართველოს დროშის შესახებ. თუ ამ გადაცემის არქივს გადავხედავთ, პროდიუსერებს აქვთ ასეთი ფორმატი - რომელ ქვეყანაზეც საუბრობენ, კედლებზე და იატაკზე ხდება შესაბამისი დროშების ვიზუალიზაცია. მაგალითად, რუსეთის, მისი მოკავშირე სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, აშშ-ის და ა.შ. სააკაშვილის სექტის ფლიდური აღშფოთება ამ ფაქტზე ნამდვილად ტრაგიკომიკურია. ეს "პატრიოტობა" კატეგორიულად მიუღებელი იმ "ნაცებისგან", დესტრუქციული ძალისგან, რომელმაც: კოდორი და ახალგორი ჩააბარა ოკუპანტებს. კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ქართველებს; კიდევ უფრო შორეულ დისტანციაზე გადაიტანა შერიგება ოსებთან და აფხაზებთან. აგვისტოს ომის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც წერია - 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. საოკუპაციო ხაზთან მუდმივად ცდილობს ხელახალი ესკალაციის წამოწყებას ფსევდოპატრიოტებისა და დანიშნული აქტივისტების საშუალებით. #ნაცობასირცხვილია ❗სააკაშვილი კრემლის სასარგებლო იდიოტია!“ - წერს Facebook- ზე გია აბაშიძე.
0
0