
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებას საქართველოს შესახებ მწვავედ აკრიტიკებს და მას უწოდებს „სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულს“.
მისი თქმით, მაია სანდუს მმართველობისას მოლდოვაში გაუქმდა ოპოზიციური მედია და პოლიტიკური პარტიები, დაირღვა არჩევნების პრინციპი, ხოლო კორუფცია გაძლიერდა, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი ვითომ და „დადებით შეფასებებს“ აძლევს ქვეყანას.
„მოლდოვის საეჭვოდ ლეგიტიმური პრეზიდენტი სანდუ, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ რუმინეთთან მიერთებას აპირებს, საქართველოს ე.წ. "რუსულ ორბიტაზე ყოფნაზე" ბოდავს; უმწვავეს შიდა პრობლემებზე გადაერთეთ ევროკრატიის მარიონეტო!
მაია სანდუს მმართველობისას, მოლდოვამ, რაც არ უნდა ყალბი დადებითი შეფასებები იყოს ბრიუსელიდან, გააუქმა ოპოზიციური მედია, პოლიტიკური პარტიები, არჩევნები, გაჭენდა კორუფცია. მისი პრეზიდენტობა ვერანაირად იქნება ქმედუნარიანი, თუკი ევროკრატიის "დეფიბრილატორი" არ ექნება.
სუვერენული ქართული სახელმწიფო იგერიებს და მოიგერიებს აგენტოკრატიის არაერთ ლაქიას, მათ შორის მოლდოვის ნახევრადლეგიტიმურ პრეზიდენტ სანდუს უსაქციელო გამოხტომებსაც.“ - წერს აბაშიძე.
0
0